|
2020-06-15 15:14:10, 1172 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა სეტყვით დაზარალებულებს დაეხმარება
ძლიერმა სეტყვამ ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელი დააზარალა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა დაზარალებულ მოსახლეობას. თორნიკე რიჟვაძის თქმით, კომისიის წევრები ერთი კვირის ვადაში დაითვლიან ზარალს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად. „გუშინ, ძლიერმა სეტყვამ დააზარალა ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრს და ასევე თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მიეცათ შესაბამისი დავალება, რომ ოპერატიულად, დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში შეძლონ დაითვალონ ის კონკრეტული ზარალი, რომელიც მოსახლეობას მიადგა. კომისიის შედეგების შესაბამისად, მთავრობაში ვიმსჯელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ როგორც კომპენსაციის, ასევე მოსავლის მიღების ნაწილში", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ქედისა და შუახევის სოფლებში სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი. შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელშიც ჩართული არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიამ საველე შესწავლა დღეს დაიწყო და ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაზარალებულ სოფლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მერები იმყოფებოდნენ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)