|
2020-06-10 12:25:53, 1952 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: თბილისის მეტროში ძალოვანი კაბელების რეაბილიტაცია უწყვეტად მიმდინარეობს
დედაქალაქის მეტროში ძალოვანი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს. „თბილისის მეტროში ამჟამად მიმდინრე სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვნია პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, მოქალაქეებისთვის, რადგან ყველაზე მეტი მგზავრი დღის განამვლობაში მეტროს გადაჰყავს. რაც მეტრო ფუნქციონირებს, მას შემდეგ, ძალოვანი კაბელებისა და ელექტროსისტემების ცვლილება არ მომხდარა. გასულ წელს „მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდისა“ და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს დახმარებით, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ. პროექტის ღირებულება 15 მილიონი აშშ დოლარია. სამუშაოების ფარგლებში, უკვე დამონტაჟებულია, დაახლოებით, 500 კმ ძალოვანი და განათების კაბელი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვესადგურებში კაბელების მიერთება, რომელიც ხუთ მეტროსადგურში („ახმეტელი“, „სარაჯიშვილი“, „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“) უკვე დასრულებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იცვლება გამნიავებელი სისტემაც, რადგან საბჭოთა კავშირის დროს დამონტაჟებული აგრეგატები, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. „რაც შეეხება გამნიავებელ სისტემებს, პროექტით გათვალისწინებული 32 ვენტილატორიდან 30 კომპლექტი უკვე ჩამოსულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვენტილატორების მონტაჟი და მიერთება. 30-დან 12 ვენტილატორი უკვე დამონტაჟებულია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება. პარალელურად, მიმდინარეობს მეტროს არსებული ვაგონების მოდერნიზება. ასევე, გამოცხადებული გვაქვს საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით. მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ბევრი საერთაშორისო მსხვილი კომპანიაა დაინტერესებული ამ ტენდერით და დარწმუნებული ვარ, მალე ქალაქს მეტროს ახალი თანამედროვე შემადგენლობები ეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)