06:36 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 12:11:00, 1931 ნახვა

საზოგადოება
მოსკოვის გამზირზე არსებულ გზაგამყოფზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა და მისი სიგრძე დაახლოებით, ორი კილომეტრია.

„სამგორის რაიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდი, რომ მოსკოვის გამზირზე არსებული გზაგამყოფი მოწესრიგდებოდა და მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, თავიანთ შვილებთან, ოჯახებთან ერთად, მწვანე გარემოში დაესვენათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე არსებულ ალეაში სარწყავი სისტემები, ველობილიკი, საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა. გარდა ამისა, ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, გამწვანდება და დაირგვება ხე-მცენარეები.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია. გარე განათების ქსელის დამონტაჟება დასრულებულია. ველობილიკისთვის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს, მთლიანად სამუშაოები კი, ძალიან მალე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე არსებულ ალეაში სასმელი წყლის შადრევნები და სპორტული მოედნები  მოეწყობა. განთავსდება საპარკე სკამები და ურნები. გაიშლება ნიადაგის ნოყიერი ნაზავი და დაითესება ბალახი. ასევე, დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics