17:52 - 07 Jul, 2026
|
2020-06-09 12:33:08, 2506 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას მიკრო და მცირე მეწარმეებიც შეძლებენ
ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად, საკრედიტო - საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 20 მლნ ლარიდან 330 მლნ ლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო საგარანტიო სქემაში, ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩავრთეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკრო და მცირე მეწარმეები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები შეძლებენ, სახელმწიფოს მხარდაჭერით ისარგებლონ“, - თურნავამ. მინისტრის განცხადებით, ასევე იზრდება მიკროგრანტების ბიუჯეტიც. „პროექტების პირველ შერჩევას ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ და ეს ძალიან მასშტაბური კამპანია იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)