|
2020-06-09 11:17:32, 1302 ნახვა
საზოგადოება
ფერმერებს თესლის ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია მოემსახურება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის ხარისხის ლაბორატორიამ ISO/IEK 17025:2017/2018 სტანდარტთან შესაბამისობის აკრედიტაცია მოიპოვა, რაც ლაბორატორიის მიერ გაცემულ შედეგებს საერთაშორისო დონეზე აღიარებულს ხდის. ლაბორატორიაში ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც რეგიონული სტანდარტების (გოსტ), ისე თესლის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების (ISTA) შესაბამისად. თესლის ხარისხის ლაბორატორია 2015 წელს შეიქმნა და თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით აღიჭურვა. 2015 წლიდან ლაბორატორიის თანამშრომლებმა არაერთი გადამზადება გაიარეს. ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა და კვლევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. ლაბორატორიამ აკრედიტაციის მისაღებად საჭირო პროცედურების დანერგვა 2019 წელის დაიწყო. ამავე წელს, თესლის ტესტირების საერთაშორისო ასოციაციის (ISTA) მოთხოვნების და ნორმების შესაბამისად ჩატარდა 398 ლაბორატორიული ანალიზი. ქვეყანაში მეთესლეობის სექტორის განვითარება და ხარისხის კონტროლის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია. სათესლე მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, 2015 წლიდან დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით, მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის, კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ ხორცილდებოდა. 2018 წლიდან, ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდა. სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს, სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან იცავს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის მიერ 2015 წლიდან დღემდე შემოწმდა და ინსპექტირება ჩაუტარდა 2500 ჰა-მდე მარცვლეული კულტურების სათესლე ნაკვეთს. გაიცა ხორბლის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის, სოიას და კარტოფილის თესლის პარტიებზე ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი 142 სერტიფიკატი და 25 000-ზე მეტი სერტიფიცირებული სათესლე მასალის აღმნიშვნელი ეტიკეტი. შესწავლილია 19 სათესლე მეურნეობა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)