|
2020-06-08 17:19:51, 1862 ნახვა
საზოგადოება
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის - Délice Network-ის წევრი გახდა. Délice Network წარმოადგენს ქსელს, რომელიც წევრ ქალაქებში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. Délice Network აერთიანებს ისეთ ქალაქებს, რომელთათვისაც გასტრონომია და გასტროტურიზმი ეკონომიკის განვითარებისა და ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ქსელის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებით, ქალაქებს დაეხმაროს - გასტრონომიული ბრენდი ჩამოაყალიბონ. ასევე, ხელი შეუწყოს ურბანული ეკონომიკის განვითარებასა და ქალაქების ტურისტულ პოპულარიზაციას. ქსელის წევრ ქალაქებს შეუძლიათ, საკუთარი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ცოდნის გაღრმავება და სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვა. ქსელის წევრობის ფარგლებში, თბილისს საშუალება ექნება, გასტონომიული ტურიზმის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტი განახორციელოს. „თბილისის მიერ წარდგენილ განაცხადს Délice Network-ის წევრი ქალაქები აღფრთოვანებით შეხვდნენ. ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: ჰონგ-კონგი, ბუენოს აირესი, გოტენბურგი, ბორდო, რიგა, კობი და მონრეალი განსაკუთრებით აღნიშნავენ თბილისის უნიკალურ გასტრონომიულ კულტურას და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. თბილისი კავკასიის რეგიონიდან პირველი ქალაქია, რომელიც ორგანიზაციის წევრი გახდა და დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - ნათქვამია Délice Network-ის ოფიციალურ განცხადებაში. თბილისის მერიის მიერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გასტრონომიისა და გასტროტურიზმის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება და სასწავლო ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი, რაც აღნიშნული მიმართულების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას მნიშნელოვანად შეუწყობს ხელს. ქსელი 2007 წელს ქალაქ ლიონის ინიციატივით შეიქმნა და დღეისთვის, მასში ოთხი კონტინენტის 31 ქალაქია გაერთიანებული. თბილისის მერიამ ქსელის წევრობაზე განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანა და ორგანიზაციის საერთო გადაწყვეტილებით, თანხმობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ Délice Network-ის ქსელში გაწევრიანება საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)