|
2020-06-04 09:48:54, 1212 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ ის მონაპოვარი, რომელიც ეკუთვნის ხალხს
ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ ის მონაპოვარი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ეს არის სახელმწიფოს განაცხადი, რომ ის მზად არის, თავის ყველა მოქალაქეს გაუწიოს მომსახურება ჯანდაცვაში და შეისყიდოს ჯანდაცვის სერვისები."- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჯანდაცვის ბიუჯეტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილია. „ეს არის ჩვენი მოქალაქეების მიერ შენატანებით მოგროვილი ბიუჯეტი და შესაბამისად მე ნამდვილად ვთვლი, რომ სახელმწიფოს თითოეული რგოლი და ჯანდაცვის მინისტრი პირველ რიგში მათ შორის, არის ვალდებული, ეს თანხები განკარგოს რაციონალურად და მნიშნელოვანია ასევე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს გამჭვირვალე ის თანხები, რომელსაც ისინი იხდიან თითოეულ კლინიკაში“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, 520-დადგენილებაზე მუშაობის დაწყებისას არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა. "იყო ძალიან დიდი არაერთგვაროვნება კლინიკების ფასებს შორის და ასევე ეს პროცესი იყო ძალიან გაუმჭვირვალე. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი ოპერაცია ერთ კლინიკაში ღირდა 7500, ხოლო მეორე კლინიკაში 35 500. რა თქმა უნდა ეს ბადებდა გარკვეულ კითხვებს და ჩვენ კლინიკებთან პროცესი დავიწყეთ ძალიან გამჭვირვალედ, როდესაც მათგან პირველ რიგში მოვითხოვეთ ყველა ის დანახარჯი, რომელიც მონაწილეობდა ამ ფასწარმოქმნაში. ჩვენ მივიღეთ მათგან გარკვეული ინფორმაცია, ნაწილი ინფორმაციის მოპოვება ვერ და არ მოხერხდა, ვინაიდან მათ ამაზე უარი განაცხადეს. პარალელურ რეჟიმში ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ფინანსთა სამინისტროსთანაც და არსებობს იმი ბერკეტები, რომ გამჭვირვალედ ვნახოთ, თუ რა დანახარჯებთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა „დიარჯის სისტემაზეც“ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის კითხვებს არ ბადებს, რადგან მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემა ფინანსურ ანგარიშსწორებას ამ სისტემაში ახდენს. „მე ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელი იყოს მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხების რაციონალური დახარჯვა და ასევე იმ გამჭვირვალობის შეთავაზება, რომელსაც სახელმწიფო მას სთავაზობს. მან უნდა იცოდეს, ოპერაციის შემთხვევაში რა გადასახადის წილს იხდის სახელმწიფო, რა არის მისი წილი, ასე რა არის პალატის და ექიმის ჰონორარის ოდენობა, რომელსაც კერძო სექტორი მათგან ითხოვს. სწორედ ამას ემსახურება 520-ე დადგენილება“, - აღნიშნა მინისტრმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)