|
2020-06-03 19:40:27, 1472 ნახვა
საზოგადოება
საკომიტეტო მოკვლევის „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საკომიტეტო მოკვლევის - „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში" ფარგლებში დღეს მორიგი ზეპირი მოსმენა გამართა, რომელშიც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა ზეპირი მოსმენის მონაწილეებს გააცნო საკომიტეტო მოსმენის პროცედურა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი მოსმენის შედეგად მიღებული ინფორმაცია დაეხმარება სამუშაო ჯგუფს იმ რეკომენდაციების შემუშავებაში, რომელთა განხორციელება უდავოდ წაადგება ტყვიით დაბინძურებისაგან გარემოს დაცვას. ნინო წილოსანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა უკვე მოუსმინეს გარემოს ტყვიით დაბინძურებასთან დაკავშირებით ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, „მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებმაც კანონმდებლებს თავიანთი წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს. ამ შეხვედრაზე ტყვიით გარემოს დაბინძურებისა და უშუალოდ ადამიანზე მისი ზემოქმედების ძირითად წყაროებად დასახელდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საღებავები, ინდუსტრიული ნარჩენები, საწვავი, სამომხმარებლო პროდუქცია. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ მოსმენების დროს გამოიკვეთა მოსაზრება, რომ არ არსებობს ნიადაგის და ჰაერის ერთიანი მონიტორინგის სისტემა, იშვიათია ერთი და იმავე ადგილზე ნიადაგის და ჰაერის სინჯებში ტყვიის კონცენტრაციის დინამიკაში განსაზღვრა. წარმოდგენილი წინადადებებით, სინჯები ყოველთვის სხვადასხვა ადგილზეა აღებული, რაც სწორი მონიტორინგის და დაკვირვების საშუალებას არ იძლევა. მისივე თქმით, ექსპერტთა მხრიდან ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ერთი და იმავე სადგურზე გარკვეული პერიოდით არ ხდება სინჯების აღება, რაც შედარების საშუალებას არ იძლევა. ნინო წილოსანმა საჯარო მოსმენის მონაწილეებს ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი სხვა პოზიციებიც გააცნო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ამის თაობაზე განმარტებების გაკეთება სთხოვა. ნინო წილოსანის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩატარდა მასშტაბური კვლევა იუნისეფის დახმარებით და დაავადებათა კონტროლის სააგენტოს ხელმძღვანელობით და გამოიკვეთა საკმაოდ შემაშფოთებელი მონაცემები დასავლეთ საქართველოში ბავშვებში ტყვიის მატებასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ტყვიის დონის მატება პირდაპირ კავშირშია ბავშვთა განვითარების დონესთან, მისი თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იყოს გამოკვლეული ის განმაპირობებელი ფაქტორები, თუ საიდან ხვდება ტყვია ბავშვებში და რატომ არის განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველო ამ კუთხით პრობლემური. დღევანდელ საჯარო მოსმენაზე, რომელიც ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის, ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს, წიაღის ეროვნული სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. საჯარო მოსმენაზე დეტალურად იმსჯელეს ტყვიის კონცენტრაციის ადამიანებში, ნიადაგში, ჰაერში, სურსათში, ბენზინში, პესტიციდებსა და სხვა სასუქებში განსაზღვრის საკითხებზე და, საერთოდ, ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე. „კომიტეტი ამის შემდეგ ექსპერტთან ერთად შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც წარედგინება სახელმწიფო უწყებებს, იმისთვის, რომ ამ თემის ირგვლივ მოკვლეული პრობლემატიკა იქნეს მაქსიმალურად აღმოფხვრილი და გატარდეს ის ღონისძიებები, რასაც კომიტეტი მიიჩნევს აუცილებლად იმისთვის, რომ პრობლემა აღმოიფხვრას", - განაცხადა ნინო წილოსანმა. სამუშაო ჯგუფის მხრიდან, ნინო წილოსანთან ერთად, მოსმენაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი,გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი. პროექტი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)