|
2020-06-03 16:29:05, 1204 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაწყებული სკვერის მოწყობის სამუშაოები, გეგმის თანახმად, ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს. „აღნიშნულ ტერიტორიაზე გლდანის რაიონის გამგეობას დაწყებული აქვს სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ერთ ჰექტარამდე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა და მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ მომხდარიყო ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აქ მართლაც ძალიან მოწესრიგებული და მიმზიდველი სივრცე იქნება. ეს არის ტერასული ტიპის სივრცე, რომელიც საბოლოოდ ძალიან ეფექტური გამოვა. აქ ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მათ ექნებათ დასვენების შესაძლებლობა. ბავშვებისთვის იქნება სპეციალური გასართობი ზონა, შადრევანი, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, იქნება ხელოვნური ტბა“, - განაცხადა თბილისის მერმა. აღნიშნულ მისამართზე, რეაბილიტაცია უტარდება, დაახლოებით, 8 000 კვადრატული მეტრი ფართობს, სადაც მრავალფუნქციური სკვერი მოეწყობა. პროექტის თანახმად, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, შადრევანი. სკვერი გამწვანდება - დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი. სკვერი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „არბა“ ახორციელებს. ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)