|
2020-06-03 16:21:59, 1417 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად მოხალისეობრივად მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი, ზემო სვანეთის ლაგი დაფუძნებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ENPARD III მესტიის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია ქეა ავსტრია და „პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანს წარმოადგენს ზემო სვანეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი საზოგადოების დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა. საქველმოქმედო აქცია ზემო სვანეთში გლობალური პანდემიის ფონზე აპრილის თვეში დაიწყო და 180-მდე შემომწირველის დახმარებით უკიდურესად გაჭირვებულ 128 შშმ პირსა და მარტოხელა ხანდაზმულს გადაეცა პირველადი მოხმარების პროდუქტები და სურსათი. ვისოლი საქველმოქმედო აქციის მეორე ეტაპს შეუერთდა. „შშმ პირები, მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანები, მარჩენალდაკარგულები და სოციალურად დაუცველები COVID-19 ვურუსის გავლენით დაზარალებულებს შორის ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფები არიან. მათ სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მოხალისეების ინიციატივა კრიტიკულად მნიშვნეოვანია და მოხარულნი ვართ, რომ „ვისოლის“ მცირე ძალისხმევით ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას, პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს მიიღებენ. აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. პანდემიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში „ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის მერიასთან, წითელ ჯვართან და სამოქალაქო მოძრაობა „მეგობართან“ ერთად განხორციელებული საქველმოქმედო აქციებით რამდენიმე ათასი სიციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცის, შშმ პირის და მრავალშვილიანი ოჯახის მომარაგება შეძლო თბილისის მასშტაბით.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)