|
2020-06-03 11:31:49, 1255 ნახვა
საზოგადოება
ღია კაფეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდებს შორის დისტანცია მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებით გაზარდონ
ღია კაფეებს, რომელიც მუნიციპალურ სივრცეებშია განთავსებული, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდები განალაგონ ისეთ ადგილებში, სადაც მათ იჯარის ხელშეკრულებით ამის უფლება არ აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში პირველი ივნისიდან ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ. „მთელი ამ ხნის განმავლობაში, კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი ღონისძიება გაატარა როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. მაგალითად, რესტორნები და კაფე-ბარები იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლეთ. პირველი ივნისიდან დედაქალაქში ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ. ტერიტორიაზე იმდენ მაგიდას ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. გასულ დღეებში მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, მივცემთ შესაძლებლობას, მიმდებარედ არსებული დამატებითი ფართები გამოიყენონ და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც სპეციალისტების მოთხოვნა ითვალისწინებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა და ღია კაფეები შეზღუდვების მოსხნის შემდეგ, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული იჯარის კონტურებს დაუბრუნდებიან. „ჩვენ ვიმყოფებით რთულ მდგომარეობაში და ერთმანეთის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ბიზნესი ის მიმართულებაა, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და ვმუშაობთ, გამოინახოს დამატებითი შესაძლებლობები, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვადასხვა მიმართულებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)