09:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 16:05:04, 1319 ნახვა

საზოგადოება
ვაშინგტონში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ტერორისტებად გამოაცხადებენ

4 ათასზე მეტი დაკავებული, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში. ეს ის მოქალაქები არიან რომლებმაც დაარღვიეს ეგრეთ წოდებული კომენდანტის საათი, რომელიც აშშ-ს უმსხვილეს აგლლომერაციებში კვლავ მოქმედებს და ასევე ისინი ვინც მონაწილეობას იღებდა მაღაზების დაზიანებაში. ვაშინგტონში არსებული, მთელი ნაციონალური შემადგენლობა, ისევე როგორც ეროვნული გვარდია, პოლიციასთან ერთად მოიხმეს წესრიგის აღსადგენად.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს თეთრი სახლის ტერიტორიაზე გადასვლა, რის შემდეგაც წესრიგის დასამყარებაში პრეზიდენტის დაცვის სამსახური ჩაერთო. დონალდ ტრამპის, პირველი ლედის და მისი შვილის ევაკუაცია მოახდინეს და მიწისქვეშა სამალავში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, ამერიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტვიტერში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ყველა ვინც მსგავს საპროტესტო აქციაში მიიღებს მონაწილეობას ტეროტისტებად გამოცხადდებიან. ვაშნგტონის ქუჩებში 1200-ზე მეტი  ეროვნული გვარდიელი იყო გამოსული.

საპროტესტო აქციები დაიწყო ერთი კვირის წინ, მაშინ, როდესაც მინეაპონის პოლიციის თანამშრომელმა აფრო ამერიკელი დამნაშავე, ჯორჯ ფლუიდი დააკავა მაღაზიის მოლარის გამოძახების საფუძველზე.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, რომ ჯორჯ ფლუიდი ყალბი 20 დოლარიანი კუპიურით გადახდას ცდილობდა. სამართალდამცავებმა მას ხელბორკილები დაადეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი წინააღმდეგობას არ უწევდა, პოლიციელებს ძალისმიერი მეთოდით გადაჰყავდათ იგი, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

პრესა იუწყება, რომ საპროტესტო აქციაში ყველა სოცალური ქვეყნის მოქალაქე და თითოეული რასის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ნიუ იორკში დააკავეს ორი იურისტი, რომლებიც იცავდნენ კორპორატიულ სამართალს. თითოეულ დაკავებულ ემუქრება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics