09:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 16:23:30, 1271 ნახვა

საზოგადოება
თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებასა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევისას ჯარიმები დააწესონ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, შეიმუშაონ ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებასა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს.

ამის შესახებ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული და უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი.

„მინდა ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ვთხოვო, რომ დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშავონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების ადმინისტრირებას. კერძოდ, გახსოვთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომელიც უკვე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური გამოყენებისთვის, საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, ახალი ზომების განსაზღვრა იმისთვის, რათა შესაბამის სამსახურებს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ. ეს ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს ის დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს.

ამიტომ გთხოვთ, რაც შეიძლება დაჩქარებულ ტემპში მიიღოთ ეს ცვლილებები, რომ მთავრობას მიეცეს ადმინისტრირების შესაძლებლობა. ეს დარღვევები არ არის დარღვევები, რომელიც ერთ მოქალაქეს უკავშირდება, ვინც შეიძლება ეს წესები დაარღვიოს. ასეთი ტიპის დარღვევები წესებისა და რეკომენდაციების უკავშირდება სხვა ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და ქმნის მცირე ეპიდემიოლოგიური გართულებების საფრთხეს, რაც მათ შორის ბოლო ერთი კვირის განმაცლობაშიც გვქონდა სახეზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics