|
2020-05-29 19:18:03, 1205 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს
სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო. პროგრამის მიმართ უპრეცენდენტოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფერმერები პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ახდენენ. სპეციალური პროგრამა ავტომატურად ითიშება, როგორც კი პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ამოწურულია. ამავე პროგრამით გათვალისწინებული სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას, ასევე ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსებსების მოთხოვნით განაცხადების მიღება გრძელდება ბიუჯეტის (4 მლნ ლარი) ამოწურვამდე.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)