10:14 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 16:47:39, 1161 ნახვა

საზოგადოება
ზღვის უბნის IV მიკრორაიონში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მ.რ. V კორპუსის წინ 2 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი. უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა, ბალახის საფარი, ფილები და ბორდიური. ამ ეტაპზე, შავი მიწა იშლება და გარე განათების ქსელი მონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა.

 

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

 „აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული, არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკვერის კეთილმოწყობას ივნისის ბოლოს დავასრულებთ და ზღვის უბანში კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 217 546 ლარს დახარჯავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics