10:52 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 14:31:25, 1075 ნახვა

საზოგადოება
„Georgian Airways“ ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

მიმდინარე წლის ივნისში, ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways"-ი ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შესრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ დროისათვის წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

8 ივნისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);

15 ივნისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);

27 ივნისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 20:30);

 

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

4 ივნისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);

11 ივნისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);

21 ივნისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენის დრო 09:25, მოფრენის დრო 16:10);

25 ივნისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენის დრო 09:10, მოფრენის დრო 15:15).

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 მაისს მიენიჭა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics