|
2020-05-26 13:26:39, 5045 ნახვა
მსოფლიო
გოცირიძე - აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები შესასწავლად პროკურატურას უნდა გადაეცეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით, ანუ არ შესრულდა. გოცირიძის თქმით, შესაძლოა საქმე გვქონდეს კორუფციასთან. აღნიშნული საკითხი კი შესასწავლად პროკურატურას უნდა გადაეცეს. „როდესაც ყველა დიდ პროექტს ასრულებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები, ღებულობენ დიდძალ ფულს, ფულს ასე ვთქვათ, პირადი ჯიბისთვის და პარტიული ყულაბისთვის; როდესაც ეს ფული გამოიყენება შეღავათიანი ტენდერების გამო საარჩევნო კამპანიაში და უფრო მეტიც, როდესაც 4.6 მილიონი ლარით დაგვაჯარიმეს ჩვენ, ჩვენმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიებმა იმის გამო, რომ არ ავითვისეთ ეს სესხი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს სქემა აწყობილია კორუფციაზე და პირად ინტერესებზე. უნდა გადაეცეს საკითხი შესასწავლად პროკურატურას," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)