|
2020-05-25 20:08:24, 1247 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოში განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრების საუკუნოვან ტრადიციას. „ჩვენთვის პატივია, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს მივულოცოთ რამაზან ბაირამის დღესასწაული. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია გვაქვს. ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ და საუკუნეების განმავლობაში ასე იყო, ყველა ვემსახურებით ამ ქვეყანას და რაც მთავარია, პატივს ვცემთ ჩვენს რწმენას, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს - რამაზან ბაირამს. მინდა გისურვოთ, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი - ზოგმა პატარა, ზოგმა - დიდი, შევიტანოთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერაში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი ნიშანი იყოს ჰარმონია - ჰარმონია ყველაფერში, კულტურებს შორის, რელიგიებს შორის, თანაცხოვრებისას, ეს არის ის, რაც შეგვიძლია, მსოფლიოს ვასწავლოთ. ეს არის ის, როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ამდენი სხვადასხვა რწმენის ადამიანი თანაცხოვრობდეს, ერთ საქმეს აკეთებდეს, ერთ სახელმწიფოს ემსახურებოდეს და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზრუნავდეს. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. სრულიად საქართველოს მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის ბოლო წლებში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. „ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. დემოკრატიის ხარისხი იზრდება. დღეს უფლებრივი მდგომარეობაც გაცილებით განვითარებული და მაღალ დონეზეა, რისთვისაც ყველანი ერთობლივად მადლობელი ვართ. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ხვალინდელი დღე - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. მუსლიმები ყოველთვის ვიდექით ამ ქვეყნის გვერდით", - აღნიშნა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ. შეხვედრას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი პირები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრნენ.
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)