|
2020-05-24 14:57:01, 1315 ნახვა
საზოგადოება
25-29 მაისს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 6 ლოკაციაზე მოემსახურება
25-29 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR გადასახადის გადამხდელებს 6 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, RS CAR , მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. მათივე ცნობით, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება: „ცაგერში, 25.05.2020, რუსთაველის ქ.N 64; გამგეობის შენობის წინ, 10:00-17:00; ასპინძაში, 27.05.2020, მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია,10:00-17:01; ონში, 27.05.2020, აღმაშენებლის მოედანი Nუ1; საკრებულოს წინ, 10:00-17:00; ნინოწმინდაში, 28.05.2020, პუშკინის ქუჩა; გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია, 10:00-17:00; ხულოში, 28.05.2020, გამგეობის შენობის წინ, 10:00-17:00; შუახევში, 29.05.2020, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 10:00-17:00”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)