|
2020-05-22 20:46:47, 1354 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება - რა შეზღუდვები რჩება ძალაში
საქართველოში ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება. პრემიერ-მინისტრის პრესსპიერმა და ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა შეზღუდვები დარჩება ქვეყანაში ძალაში. "დღეს 23 საათიდან საგანგებო მდგომარეობა უქმდება. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისად, დარეგულირდება ყველა შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე. 23 მაისიდან, საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. საკარანტინო რეჟმი გაუქმებულია ბოლნისში, თუმცა რჩება სოფლებშ- მუშევანსა და გეტაში. ასევე, თეთრაწყაროს მუნიციპალიტეტში. ამასთან, უქმდება სამკაციანი შეზღუდვა, თუმცა ეს არ შეეხება ტაქსებს. უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. თუმცა, რეკომენდაციაა ისინი უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან. 23 მაისის შემდეგ, ძალაშია - რესტორანში, ბარებში და კაფეებში ადგილზე მომსახურება. შეზღუდულია სასტუმროების მომსახურება, გარდა საკარანტინო სივრცეებისა. ტანსაცმელის, ფეხსაცმელის მაღაზიებისა და მოლების ფუნქციონირება. სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება. სახელმწიფო სერვისები კვლავაც დისტანციურად განხორციელდება. ამ ეტაპზე, შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შენარჩუნდება. რაც შეეხება შეზღყდვების ეტაპობრივ მოხსნას ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)