|
2020-05-20 13:33:30, 1154 ნახვა
საზოგადოება
თამარ იოსელიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წარმომადგენლებს Covid-19-თან ბრძოლის ქართული გამოცდილება გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოს საზღვაო სექტორში პანდემიის საპასუხოდ მიღებული რეგულაციები და ახლო მომავალში გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. IMO-ს სამდივნოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ კრიზისის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებს და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ხელისუფლებას მეზღვაურთა რეპატრიაციასა და როტაციის პროცესების უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრების გახსნისა და პრაქტიკული წვრთნის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ასეთ ცენტრებში IMO კურსების თეორიული ნაწილის ჩატარება დისტანციური სწავლის რეჟიმით ხორციელდება. აღინიშნა, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო დროული და თანმიმდევრული ზომების გატარება მეზღვაურთა მხარდასაჭერად. კერძოდ, მარტის დასაწყისშივე იქნა მიღებულ გადაწყვეტილება გემზე მყოფი მეზღვაურების დოკუმენტაციის ვადის გაგრძელებასთან დკავშირებით. გარდა ამისა, არსებული მდგომარეობის შეფასების შემდეგ ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატების გარეშე დარჩენის პრევენციის მიზნით დამატებითი რეგულაციები შემუშავდა. ითქვა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მუშაობს მეზღვაურების რეპატრიაციის და როტაციის მიმართულებით. კერძოდ, ინდივიდუალურად მოხდა ათეულობით მეზღვაურის ქეისის შესწავლა და სააგენტოს უშუალო მონაწილეობით 200-ზე მეტი მეზღვაურის როტაცია განხორციელდა. შეხვედრაში მონაწილეობდა IMO-ს საგარეო ურთიერთობისა და სამართლებრივი სამმართველოს დირექტორი, ადმირალი ფრედერიკ კინი, IMO-ს საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი ქალბატონი ჰაიკე დეგიმი, სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი IMO-ში ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)