|
2020-05-19 11:16:37, 1930 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის
„თიბისიმ“ ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად ახალი ონლაინ პლატფორმა, http://tbcpayments.ge/ შექმნა. ვებ-გვერდი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს გადახდების სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ და დისტანციურად დანერგონ მათთვის სასურველი გადახდის მიღების მეთოდი. პლატფორმა სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და ის განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო, ასევე კორპორატიული ბიზნესებისთვის. ვებ-გვერდის საშუალებით ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი გადახდის მეთოდი, (როგორც ელ.კომერციის ისე პოს.ტერიმანალის მიმართულებით) დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღნიშნული პროდუქტების შესახებ და დისტანციურად მოითხოვონ და დანერგონ მათ ბიზნესზე მორგებული გადახდის სასურველი სისტემა. „თიბისის“, როგორც გადახდების ბიზნესში ლიდერი კომპანიის მიზანია, მოხმარებლებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, ინოვაციური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ ახალი პლატფორმა არაერთ ბიზნესს გაუმარტივებს საქმიანობას და დაეხმარება მათ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში", - განაცხადა თამუნა ჟიჟილაშვილმა, "თიბისის" გადახდების ლიგის ლიდერი. ახალი პლატფორმა ბიზნესებისთვის უკვე ამოქმედდა და ის ხელმისაწვდომია ბმულზე - http://tbcpayments.ge/
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)