15:59 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 11:40:15, 1485 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისსში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი კონკრეტული ადგილი გლდანი-ნაძალადევის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის და შეშელიძის ქუჩაზე განთავსებულია ასევე ძალიან ბევრი ობიექტი – სამრეცხაოები, კაფე-ბარები, რესტორნები და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეწყერსაშიში ზონა ქალაქში. პირველად აღნიშნულ ფერდზე მეწყერი გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმოიშვა, რომელმაც საშიში ფორმა 1992 წელს მიიღო. მეწყერის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო  ამ ფერდის გაწყლოვანება. ფერდმა ჩამოშლა დაიწყო, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე იქ მომუშავე ადამიანებს.

შესაბამისად, დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება, საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეწყოს მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია, რაც გულისხმობს სამრიგად ხიმინჯოვან კედელს, რომელიც შეკრულია რკინა-ბეტონის ფილით. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც. საპროექტო დოკუმენტციაზე დაყრდნობით მიღებულია პრინციპული საინჟინრო გადაწყვეტილება, რომელიც დამეწყრილი უბნის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელი პირობას წარმოადგენს“, – განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics