|
2020-05-07 15:28:54, 1463 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს COVID-19-ზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა. „დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“ ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკ ჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ ადამიანების მონახულება. მე მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი უკვე 34 დღის განმავლობაში იმყოფებიან კარანტინში და უვლიან ჩვენს მოხუცებულებს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, თამილა ბარკალაიაც იმყოფებოდა. დედაქალაქის გარდა პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)