|
2020-05-07 13:39:04, 1308 ნახვა
საზოგადოება
აპრილის თვეში FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა, ბოლო 13 წლის მინიმუმს მიაღწია
FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ბოლო სამი თვის მანძილზე უწყვეტად მცირდებოდა. FAO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათის ფასები, აპრილში, თებერვლის თვესთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა და 165.5 ქულა შეადგინა. ფასების შემცირების მიზეზი COVID-19 გამოწვეული პანდემია იყო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით, ბევრ სამომხმარებლო პროდუქტზე მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა. ამასთან, FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა, ბოლო 13 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწიეს. შაქრის ფასების ინდექსი მარტში 14.6%-ით შემცირდა. "ამ წლის მანძილზე შაქრის გლობალურ ფასებზე უკვე მეშვიდეჯერ დაფიქსირდა ასეთი მაღალი ვარდნის ინდექსი. ფასების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, მსოფლიოს მასშტაბით შეწყვეტილი ტექნიკურის საწარმოო პროცესია, რომელშიც, შაქრის ლერწმისგან გამოყოფილი ეთანოლი აქტიურად გამოიყენება. მოთხოვნის შემცირება და შაქრის უხვი საექსპორტო მარაგები, პროდუქტზე ფასების ვერდენის პირდაპირი განმაპირობებელია. აპრილში, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 2.5%-ით შემცირდა. შემცირების ტენდენცია გამოვლინდა, პალმის და სოიოს ზეთის ფასების ინდექსზეც. კლების მთავარ მიზეზად, შაქრის მსგავსად, მცენარეული ზეთების ტექნიკურ საწარმოო პროცესში გამოყენების შეჩერება და უხვი პალმისა და სოიოს ზეთის მარაგების არსებობა სახელდება. 3.6%-ითაა შემცირებული რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. კარაქის და რძის ფხვნილის ფასის კლების ინდექსი ორნიშნა ციფრებს აფიქსირებენ, რის მიზეზად, უხვი საექსპორტო მარაგები, პროდუქტზე დაბალი მოთხოვნა და დახურული ბარ-რესტორნები სახელდება. 2.7%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსიც. ჩინეთის მხრიდან, ხორცპროდუქტებზე ნაწილობრივ განახლებული მოთხოვნის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით, ხორცის ექსპორტის მოთხოვნაზე ბალანსის აღდგენა მაინც ვერ ხერხდება. ხორცის იმპორტთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემები და ზოგადად, სასურსათო ინდუსტრიაში, ხორცზე არსებული დაბალი მოთხოვნა, ფასის კლების მთავარ მიზეზია. FAO-ს წამყვანი ეკონომისტის უპალი არაჩილაგეს განცხადებით: „პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მნიშვნელოვნად არღვევს ბალანს, ხორცის მოთხოვნა-მიწოდებას შორის. COVID-19 გამო შემცირებული შემოსავალი, მოსახლეობას აიძულებს უარი თქვან ხორცზე და ხორც პროდუქტებზე. ასევე, დახურული სარესტორნო და სხვა სასურსათო ქსელები, მნიშვნელოვნად ამცირებს ხორცის მოხმარებას და შესაბამისად მის ფასებს“ FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი უცვლელი დარჩა აპრილის თვეში. ბალანსის მიზეზს, ხორბლის ფქვილზე გაზრდილი და სიმინდის ფქვილზე შემცირებულ ფასებს შორის ბალანსი წარმოადგენდა. ხორბლის ფქვილის ფასის ზრდის მიზეზი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროდუქტის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენდა. ისევე, როგორც ბრინჯის ფასების 7.2%-ით ზრდა, ვიეტნამიდან პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვით იყო განპირობებული. სიმინდის ფქვილზე ფასების თითქმის 10%-ით შემცირების მიზეზად, პროდუქტზე სასაქონლო მეურნეობებში (საქონლის კვება) შექმნილი შემცირებული მოთხოვნა და ასევე ტექნიკური წარმოების გაჩერება წარმოადგენდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)