|
2020-05-07 11:15:12, 1413 ნახვა
საზოგადოება
UNHCR-ისა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად დახმარებას 1000 დევნილი ოჯახი მიიღებს
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კემლინ ფურლემ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარების მიზნით, თანხა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ გამოყო. 1000 დევნილ ოჯახს, რომელიც დახმარების მიმღებთა კატეგორიაში მოხვდა, სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს ადგილზე მიუტანენ. ამ ეტაპზე, დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა და ამასთან ერთად არიან:
,,კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ურთულესი გამოწვევის წინაშე სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება. ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღეებიდან, ჩვენ, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოსთან მიმართებაში ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ამ ვირუსთან ბრძოლაში და ადამიანებს შევუმსუბუქოთ სირთულეები. დღესაც, ისევე როგორც ბოლო 27 წელი, UNHCR დგას ქართველი ხალხისა და მთავრობის გვერდით“, - განაცხადა კემლინ ფურლემ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლეს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დროს გაწეული დახმარებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ამ ეტაპზე, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებსაც ამ დრომდე დახმარება არ მიუღიათ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)