|
2020-05-02 19:28:11, 2200 ნახვა
საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი - ვცდილობთ გადმოვწიოთ სამშენებლო სამუშაოების განახლება, რაც დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე
შეზღუდვების მოხსნის გეგმით, ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ჩვენ ყოველდღიურად ვმსჯელობთ სპეციალისტებთან ერთად, არის თუ არა შესაძლებელი გარკვეული შეზღუდვების მოხსნა ორკვირიან პერიოდზე ადრე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნა ისევე, როგორც, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში - უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა მოქალაქეების მიერ მთავრობის მხრიდა გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას. „ჩვენი მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია ვადაზე ადრე, სამშაბათიდან, ოთხშაბათიდან, 8 ან 9 მაისიდან და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, თუმცა მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს. ვცდილობთ, მთავრობა ამ ნაწილში თანმდიმდევრული იყოს, ისევე როგორც თანმიმდევრულები ვიყავით შეზღუდვების ამოქმედების ნაწილში. გარკვეული ეტაპებიდან შესაძლოა, ცოტა წინ გადმოვწიოთ, მაგალითად, ზოგადად მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები. ვმსჯელობთ სხვა დეტალებზეც, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნაზე საუბრისას იგულისხმება ცალკეული აკრძალვების გაუქმება როგორც მთელი ქვეყნისთვის, ისე კონკრეტული რეგიონისთვის, რაც დამოკიდებულია როგორც ზოგად ეპიდემიოლოგიურ სურათზე, ისე - კონკრეტული რეგიონის სპეციფიკაზე. „როდესაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფიცირებულების საერთო რაოდენობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განიხილება რეგიონულ ჭრილში, კონკრეტული ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მხედველობაში ვიღებთ იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასაც, ისევე, როგორც თავიდან საკარანტინო შეზღუდვები დავაწესეთ იმ რეგიონებში, სადაც ვირუსის გავრცელების მასშტაბები ცალკე აღებული რეგიონისთვის პრობლემური იყო", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)