|
2020-05-02 13:00:56, 1595 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში 15 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყობა
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი მოედნებიც მოეწყობა. პირველ ეტაპზე, ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები 15 მისამართზე განთავსდება. მათგან შვიდზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, შემდგომ კი, რვა მისამართზე გაგრძელდება. გასართობი ზონების მოწყობა ქერჩის N6 კორპუსის, გლდანის მესამე მიკრორაიონის კორპ N79 „ბ", მეექვსე მიკრორაიონის N21 კორპუსის, მეორე მიკრორაიონის N42 ა კორპუსის, მერვე მიკრორაიონის N24-25 კორპუსების მიმდებარედ და "ა" მიკრორაიონის N54, ასევე მეხუთე მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ასევე, გასართობი ზონების მოწყობა უმოკლეს დროში ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N35, ავჭალის ქუჩა N27 კორპუსის და აფხაიძის ქუჩა N13-15 კორპუსების, თავისუფლების ქუჩა N10 და N27-52 კორპუსებთან დაიწყება. ასეთივე ზონები ავჭალაში, ზარზმის ქუჩა N5-7კორპუსის, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N22 და მუხიანის პირველი მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედაც იქნება. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ექსიმ მეიდ “ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 299 486 ლარია გათვალისწინებული.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)