|
2020-04-30 19:57:15, 1562 ნახვა
საზოგადოება
რესტორნები სახელმწიფო დახმარების გარეშე ვერ გადარჩებიან
კორონავირუსმა ყველაზე ძალიან სარესტორნო ბიზნესი დააზარალა. კვების დაწესებულებები ყველა ქვეყანაში დაიკეტა სადაც საკარანტინო ზომებია. საბერძნეთში სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად მზარეულები და მიმტანები უმუშევრად დარჩნენ, ისინი სახელმწიფო დახმარებას იღებენ. თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება აკრძალულია. „ცვლები შემცირდება, რადგან 7 ადამიანი ბევრია მაგიდების განახევრებული რაოდენობის მომსახურებისთვის. მე ვფიქრობ მოგვიწევს თანამშრომლებმა გავიყოთ ცვლები, რადგან ყველას მოუწიოს ცვლა და დაწესებულებამაც შეძლოს კორონავირუსის გადატანა",- განაცხადა მიმტანმა, იორგოს საკასმა. საფრანგეთში ტექნიკური უმუშევრობის რეჟიმში 11 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება და ბევრი მათგანი, კარანტინის შემდეგ სამსახურში ვერ დაბრუნდება. ახალი წესები აიძულებს სარესტორნო პერსონალს, სტუმრები ერთმანეთთან დისტანციის დაცვით განათავსონ, შესაბამისად მომხმარებლის რაოდენობა შემცირდება. გარდა ამისა, იმ ქვეყნების გამოცდილებით, რომლებიც უკვე ხსნიან კარანტინს, მათი მოქალაქეები მაინც ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს. „მე მზად ვარ მივიღო ნებისმიერი ზომები, მე მინდა ვიმუშაო და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე მეც და რესტორანიც. მზად ვარ სტუმრების რაოდენობის განახევრებისთვის და შევამცირო თანამშრომლების რაოდენობა", - განაცხადა კრისტიან ეჩებესტიმ, რესტორნის მფლობელი. ესპანეთში უმუშევრობა ისედაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა ეკონომიკისთვის. უმუშევრობის მაჩვენებლები რომლებიც გასულ წელს ყველაზე დაბალი იყო ბოლო ათწლეუბის განმავლობაში კვლავ გაიზარდა. ცხადია, რომ დიდ რესტორნებს და მსხვილი ქსელებს მეტი შანსი აქვთ კრიზისის დასაძლევად. პატარა რესტორნებისთვის სახელმწიფო დახმარების გათვალისწინებითაც კი შესაძლოა შედეგი მძიმე აღმოჩნდეს. „თუ ჩვენ ყველა იმ ზომას მივიღებთ რითიც მთავრობა ცდილობს დაიცვას ტურისტული სექტორი, ბარსელონაში რესტორნების და ბარების მეოთხედი 12 თვის განმავლობაში დაიკეტება. ტურისტების ძველი რაოდენობის დაბრუნებას 2021 წლის შემოდგომამდე არ ველოდებით", - განაცხადს როჟერ პაიაროლსმა, რესტორნის დირექტორმა. გადამწყვეტ ფაქტორად რესტორატორები სახელმწიფო დახმარებას ასახელებენ, რის გარეშეც რესტორნები, რომლებიც პატარა და საშუალო ბიზნეს კატეგორიებში შედიან ვერ გადარჩებიან. მათი თანამშრომლები უმუშევრები და საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)