|
2020-04-30 13:01:07, 1558 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ილორის N22 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ავჭალაში, ილორის N22 კორპუსთან შიდა ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსში გლდანის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალარინების გარე ქსელი მოწესრიგდა. ამჯერად კი გლდანის რაიონის გამგეობა დაახლოებით, 1 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის დაგებას ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 55 000 ლარამდე არის გათვალისწინებული. ამასთან, სარაჯიშვილის N7 - ილორის N12 კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რის შემდეგაც დაახლოებით, 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის 110 000 ლარამდე არის გათვალისწინებული. სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც გლდანის გამგეობის დაკვეთით შპს ,,ახალი ჯგუფი“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)