20:27 - 05 Aug, 2026
|
2020-04-28 11:39:34, 1564 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერია დედაქალაქში სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლითაც მოქალაქეები ბავშვების გადაყვანას შეძლებენ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მომავალში ქალაქში ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალება ექნებათ. როგორც კალაძემ „ფეისბუქით“ ვიდეომიმართვისას განაცხადა, დედაქალაქში იგეგმება სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანაც. „მომავალში, დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების შემოყვანას, ასევე იქნება სამბორბლიანი ველოსიპედები. მათ, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, შეუძლია ბავშვები ჩაისვას უკან და თვითონ ველოსიპედი გაატაროს. ასეთი ველოსიპედის შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)