|
2020-04-28 11:29:02, 1585 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვიდასაქმებულები, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად დახმარებას მიიღებენ. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ტაქსის მძღოლები შესაბამის სმს შეტყობინებებს მიიღებენ. „დახმარებებთან დაკავშირებით მინდა, ერთი სიახლე გავაჟღერო. ეს განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებს ეხებათ. „ა“ და „ბე“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა, მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო ორი დღის განმავლობაში. თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა დამადასტურებელი ცნობები უნდა წარმოადგიონ, ეს ძალიან მარტივია, რაზეც ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გავუგზავნით სმს შეტყობინებას და ექნებათ სრული ინფორმაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)