|
2020-04-27 14:58:31, 1555 ნახვა
საზოგადოება
კოსტავას ქუჩის ნაწილს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოების ფარგლებში, გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდება და ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 10 000 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოწესრიგდება დაზიანებული საკომონუკაციო ჭები და სანიაღვრე ქსელი. რეაბილიტაციას, რომელიც სამ კვირაში დასრულდება, კომპანია „გზები და კეთილმოწყობა“ განახორციელებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 800 000 ლარი დაიხარჯება თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტი 2018 წლის ბოლოს დაასრულა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ასევე, ჩაუტარდა ჟიული შარტავასა და მიმდებარე ქუჩებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)