21:24 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 14:00:35, 2075 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იოანე - ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, ფაქტი ჯიუტია, ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, ფაქტი ჯიუტია, ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა.

მისი თქმით, კოორნავირუსი ტაძარში არც მოძღვრებს, მსახურებს და არც მრევლს არ გადადებია.

„ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გერტყვით, პრემიერი რატომ ამბობს, თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა. თქვეს თბილისში ავად გახდაო, მაგრამ სინტერესოა, რისგან გახდა ავად? თუ ტაძარში, მაშინ ტაძარში გავრცელდებოდა. ტაძარში არც მოძღვრებს, მსახურებს და არც მრევლს არ გადადებია. ე.ი გარედან მიიღო ეს, მაგრამ ვერ გადასცა ვერავის, არც იფიქრა მან რომ გადაეცა. არ გავრცელდა, უფალმა დაიცვა ყველანი. აბსოლუტური ამ ქვეყანაზე მარტო ღმერთია, დაცული არავინ არის. საუკუნეების მანძილზე არაერთი ჭირი ყოფილა, ევროპაში და საქართველოშიც და ვერ ვიტყვით, რომ იქ ყველა იყო დაცული. კი, რაღაც ეტაპამდე გიცავს, მაგრამ სიამაყეში რომ არ ჩავარდე, შენ შეიძლება ავად გახდე. თავდამბლობისთვის შეიძლება მოხდეს. ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ იმის შიშით, რომ რაიმე არ დამემართოს, აი, მაშინ დაგემართება. შიშით იმუნური სისტემა ქვეითდება, სიხარულით ძლიერდება, გაძლიერდით სიხარულით“, - განაცხადა მეუფე იოანემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics