|
2020-04-15 17:53:24, 1529 ნახვა
საზოგადოება
შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესისთვის
"თიბისი" და VISA პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, კომპანიებს ახალ ინიციატივას სთავაზობს - „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“. შეთავაზების ფარგლებში ბიზნესებს შეუძლიათ უმოკლეს დროში შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ. შეთავაზება მოიცავს, B2C ონლაინ მაღაზიების პლატფორმის გამოყენებას, რომლითაც მომხმარებელი მარტივად ააწყობს ვებ-გვერდს, ჩააშენებს თიბისის ონლაინ გადახდის სისტემას და აირჩევს პროდუქციის მიწოდების ფორმას. სერვისი მოიცავს, როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას პროდუქციის დასასურათებლად, ისე გადახდის სისტემის და მიტანის სერვისის ინტეგრაციას. პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან. „ეს არის კარგი საშუალება არსებულ გარემოსთან ადაპტაციისათვის და ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. თუ რა მნიშვნელოვანია ციფრული სერვისები ბიზნესებისთვის, ამაში განსაკუთრებით დაგვარწმუნა არსებულმა რეალობამ, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია. სწორედ ამიტომაც ჩვენ VISA-სთან ერთად ვეხმარებით ბიზნესებს, რომ მათ მივცეთ ის ხელსაწყოები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისი ბანკის გერალური დირექტორის მოადგილემ. ამ ეტაპზე უკვე მზადების პროცესშია 150-მდე ქართული კომპანიის ვებ-გვერდი. იმ 200 ქართულ კომპანიას, რომელიც 30 აპრილამდე დარეგისტრირდება, ონლაინ მაღაზიის შექმნას თიბისი და VISA სრულად დაუფინანსებს. აგრეთვე ბიზნესები წლის ბოლომდე თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)