|
2020-04-15 14:12:10, 1381 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კიდევ ერთი კვების აპარატი გლდანის VI მიკრორაიონში დაიდგა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატი დადგა. კვების აპარატში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებს დაწყურების საშუალება მიეცემათ. კვების აპარატი რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს. აპარატის მუშაობას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორ ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის დროს მიუსაფარ ძაღლებსაც მიექცეს ყურადღება. ვითანამშრომლეთ „ზოომარტთან“, რომლის დამფუძნებლის, თორნიკე ელიზბარაშვილის დახმარებით, გვაქვს ძაღლის 5 ტონა საკვები, რომელიც მიმკედლებლებს გადაეცემა. ვფიქრობთ, მათი რიცხვი დაახლოებით, 400-მდე იქნება და ამ პერიოდში, როდესაც ყველა სავაჭრო ობიექტი დაკეტილია, თითოეული მიუსაფარი ძაღლის კვების პრობლემა გადაწყვეტილი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, მიუსაფარი ძაღლების გამოკვების გარდა, აღნიშნული პროექტი ნარჩენების გადამუშავებასაც ემსახურება. „გლდანის VI მიკრორაიონში არსებულ პარკში დღეს ძაღლების საკვები აპარატი დავდგით, რომელშიც ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, საკვები ჩამოიყრება. ეს აქცია ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რადგან საგანგებო სიტუაციის გამო ნაწილობრივ მოიშალა ის სისტემა, რომლითაც მოქალაქეები სამსახურთან არსებულ ცხოველებს კვებავდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკვები და საკვების ნარჩენები გავუნაწილოთ ცხოველებს, რომლებიც ჩვენს სახლებთან და სამსახურებთან არიან. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ემსახურება ნარჩენების გადამუშავებასაც“, - აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ. აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)