ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი-საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია.
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელის შეხვდა.
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად, შესაძლოა, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძე დაინიშნოს.
საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ სახელწოდება შეეცვალა და „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ დაერქვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს.
საპარლამენტო ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვილსთვის“ სახელწოდება შეეცვალა და „ევროპული საქართველო“ დაერქვა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ დატოვეს, ფრაქციის სხდომას მართავენ.
„რამდენიმე ვარიანტი არის, მაგრამ ჯერ ერთ სახელზე შეჯერებული არ ვართ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა წევრმა გიორგი ტუღუშმა, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის მომავალ სახელთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More