18:06 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-11 16:11:04, 345 ნახვა

არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე

შიო მუჯირი (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) 22 ხმით უნეტარესი და უწმინდესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახდა.

შიო მუჯირი იწოდება შიო მესამედ.

შიო მუჯირმა 22 ხმა მიიღო, მეუფე იობმა 9 ხმა მიიღო, მეუფე გრიგოლმა კი 7 ხმა, ერთი ხმა კი გაუქმდა.

შიო II: XV საუკუნის (დაახლ. 1440–1447 წწ.) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ის იყო მეფე ალექსანდრე I-ის თანამებრძოლი და აქტიურად მონაწილეობდა თემურლენგის შემოსევებისგან დაზარალებული ქვეყნის აღდგენაში. ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, ის შესაძლოა კათოლიკოს დავით II-ის მოსაყდრე ყოფილიყო.

შიო I (პატრიარქი): ქართულ ისტორიოგრაფიაში ასე მოიხსენიებენ შიო II-ს (XV ს.), რადგან ის არის პირველი პატრიარქი, რომელიც ამ სახელს ატარებდა. თუმცა, რადგან მისი წინამორბედი შიოს სახელით ზოგიერთ სიაში არ ფიგურირებს, მას ხშირად შიო I-საც უწოდებენ. ის მოღვაწეობდა მეფე ალექსანდრე I დიდის დროს და დიდი წვლილი მიუძღვის ეკლესია-მონასტრების აღდგენაში.

ის და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, 1969 წლის პირ­ველ თე­ბერ­ვალს.

თბი­ლი­სის 53-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ (პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლობ­და სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში), 1988 წლი­დან, ელიზ­ბარ მუ­ჯირ­მა სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვი­ო­ლონ­ჩე­ლოს კლას­ში. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პირ­ველ კურ­სზე მან გა­ი­მარ­ჯვა ვი­ო­ლონ­ჩე­ლის­ტე­ბის პირ­ველ რეს­პუბ­ლი­კურ კონ­კურ­სზე (გა­ვი­და პირ­ველ ად­გილ­ზე). 1991 წელს ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი მორ­ჩი­ლად და­ემ­კვიდ­რა ში­ომ­ღვი­მის მო­ნას­ტერ­ში. 1993 წელს, 5 თე­ბერ­ვალს, მორ­ჩი­ლი ელიზ­ბა­რი აღ­კვე­ცეს ბე­რად და უწო­დეს სა­ხე­ლად შიო. იგი დად­გე­ნილ იქნა მო­ნას­ტრის ტრა­პეზ­რად, შემ­დეგ - ეკო­ნო­მო­სად. 1995 წელს ბერი შიო დი­აკ­ვნად აკურ­თხეს, 1996 წელს უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ ბერ-დი­ა­კო­ნი შიო მღვდლად აკურ­თხა.

1997 წელს მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი შიო და­ი­ნიშ­ნა თბი­ლი­სის კლდი­სუბ­ნის წმი­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრად. 1998 წელს მან და­ამ­თავ­რა ბა­თუ­მის იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია და სწავ­ლა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის და­უს­წრე­ბელ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე გა­აგ­რძე­ლა. 1998 წლის 3 აპ­რილს მღვდელ­მო­ნა­ზონ შიოს მი­ე­ნი­ჭა იღუ­მე­ნის წო­დე­ბა ოქ­როს ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით და და­ად­გი­ნეს ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრად. 1999 წლის 6 მარ­ტი­დან იღუ­მე­ნი შიო თბი­ლი­სის ან­ჩის­ხა­ტის ტაძ­რის ღვთის­მსა­ხუ­რია. იმა­ვე წლის 20 სექ­ტემ­ბრი­დან ნა­რი­ყა­ლას წმი­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რია. 2001 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან იგი მოს­კო­ვის ქარ­თველ­თა სათ­ვის­ტო­მოს წმი­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რია, პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლობ­და მოს­კო­ვის წმი­და ტი­ხო­ნის საღვთის­მე­ტყვე­ლო ინ­სტი­ტუ­ტში.

2003 წლის 18 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმი­და სი­ნოდ­მა (ურ­ბნი­სი) იღუ­მე­ნი შიო გა­მო­არ­ჩია ახ­ლად­შექ­მნი­ლი სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუ­ის ეპარ­ქი­ის წი­ნამ­ძღო­ლად.

“ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია… ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის", – უთხრა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს 2017 წლის 23 ნოემბერს, მოსაყდრედ დასახელების დღეს.

გადაწყვეტილება თავად კათოლიკოს-პატრიარქმა გამოაცხადა, ქაშვეთის ტაძარში, გიორგობაზე წირვის დაწყებამდე. მიტროპოლიტმა შიომ თქვა, რომ ეს ამბავი წინა ღამით შეიტყო და რომ ეს არის “განსაკუთრებული ვითარება”, რადგან ისტორიაში მსგავსი არ მომხდარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics