19:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-25 16:54:16, 291 ნახვა

პოლიტიკა
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა

პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა.

ის გამოკითხვაზე ორშაბათს, 16:00 საათზეა დაბარებული. დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე მისვლას აპირებს.

***

პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია ფორმულას მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყეს.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებას საფუძვლად დაედო გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ უკვე გამოიკითხა გოგა ხაინდრავა და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. 

განცხადება სრულად:

"2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

შაბათის ფორმულას წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, "2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისთტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა".

სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ სასამართლოს მიმართა და ამჟამად, მას ფორმულასთან სამოქალაქო დავა აქვს. ის დავობს, რომ ტელეკომპანია მასზე ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. გოგა ხაინდრავა პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

საქმეზე გუშინ, 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა, რომელზეც ფორმულამ 120-გვერდიანი მტკიცებულებები წარადგინა, რის გამოც, მოსამზადებელი სხდომა 1-ელ ივლისამდე გადაიდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics