2026-05-17 11:45:25, 331 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
ოლიგარქ ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამებაში მივიდა. მან კომენტარი გააკეთა, "ქართული ოცნების" სანქციებზე.
"მე მგონი, უკვე კარგად დაინახა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი მანიპულაციური არის და ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას ამ ყველაფრის წინაშე და ყოველთვის დაიცავს ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს" - თქვა ცოტნე ივანიშვილმა.
17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. მართლმადიდებელი სასულიერო პირები მსვლელობას 2014 წლიდან მართავენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,