14:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-08 12:52:54, 276 ნახვა

საზოგადოება
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება

11 ივლისს, თბილისში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება. მონაწილეები დედაქალაქის მთავარ საკონცერტო დარბაზში, ფილარმონიაში შეიკრიბებიან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ საუკუნეზე მეტია, ქართველი ხალხი რუსული იმპერიალიზმისა და ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვის და ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სხვა ხალხებმა, მათ შორის უკრაინელებმა, მსგავსი გზა გაიარეს თავისუფლებისკენ სწრაფვაში.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეს უკრაინა მშვიდობისთვის იბრძვის და საერთო მტრისგან თავის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს იცავს. ამ ბრძოლაში, მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობენ, რომლებიც, მათი სიტყვებით, „უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვიან“.

„ქართველები ღირსეულ წვლილს შეაქვთ ამ ბრძოლაში. ისინი უკრაინაში იბრძვიან საქართველოსთვის. ამ ომში 120-ზე მეტმა ქართველმა გმირმა გასწირა სიცოცხლე. მათი თავდადება და გამბედაობა განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს საქართველოსა და უკრაინის ისტორიაში.

მსვლელობა, რომელიც შაბათს, 11 ივლისს გაიმართება, მათ ხსოვნას ეძღვნება. მათი გმირობა გვაძლევს ძალას, უარი ვთქვათ ოკუპაციაზე და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მშვიდობა და მომავალი.

11 ივლისი, შაბათი, 19:00 საათი.

ფილარმონიიდან პარლამენტამდე.

დიდება გმირებს!

დიდება საქართველოს!

დიდება უკრაინას!“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics