21:12 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-23 19:35:24, 331 ნახვა

პოლიტიკა
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოში დადასტურდა, რომ იგი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაში, რომელთა მფარველობის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილმა 2021-2022 წლებში, ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით, ქრთამის სახით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლების გათეთრების მიზნით, ანდრია ლილუაშვილი თანხებს საბანკო ანგარიშებზე ათავსებდა, აბანდებდა კომპანიებში და ყიდულობდა ქონებას საქართველოოოსა და საზღვარგარეთ.

განაჩენის შესაბამისად, ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით შეძენილი 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 უძრავი ქონება, 17 ავტომობილი, 125 დასახელების ძვირფასეულობა თუ ნახატი და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics