2026-07-22 22:08:37, 260 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად 3 ახალგაზრდაა დაჭრილი - 2 მათგანი მსუბუქად, 1 კი შედარებით მძიმედ.
ამ ეტაპზე ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
ფორმულა დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,