18:53 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-14 11:33:37, 351 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა

სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ მსგავსად, ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ. განცხადება ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ გაავრცელა.

„საქართველოში პრორუსული რეჟიმის რუპორებს - ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „PosTV-ს“ დღეს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. შესაბამისი მოთხოვნა მე და ჩემი გუნდის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორმა ელენე მეტრეველმა წარვადგინეთ. პრომოსკოვური ორბანის რეჟიმის დაცემის შემდეგ - ევროკავშირს საბოლოოდ შეუძლია მტკიცედ დაუჭიროს მხარი პროდასავლურ მიმართულებას საქართველოში, რათა შეასუსტოს პრორუსული ოლიგარქიის გავლენა, რომელიც ანადგურებს ქვეყანას“, - წერს ბრეიზა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია სამთავრობო პროპაგანდისტულ „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics