2026-07-07 17:56:59, 253 ნახვა
პოლიტიკა
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს თქმით, მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს.
"მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და დარტყმის შესაძლებლობები, მეტი სატელიტური კომუნიკაცია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი დრონი და დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ასევე გაზრდილი მდგრადობა და მზადყოფნა.
ჩვენი პროგნოზებით, მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი საარტილერიო ჭურვი აწარმოოს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს", - თქვა მან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,