2026-07-08 21:06:35, 307 ნახვა
პოლიტიკა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ მოტოციკლი რესტორანში შევარდა.
შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 47 წლის კაცი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,