2026-05-15 12:42:35, 286 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, მათ იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე.
„26 მაისს რაც შეეხება და ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, შესაბამისად, მათი ნებისმიერი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული და ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,