18:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-15 08:17:41, 3564 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

ორშაბათს დილით, კიევზე რუსი ოკუპანტების მასშტაბური თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 25 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის (KCMA) უფროსი ტიმურ ტკაჩენკო, აცხადებს. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ადასტურებს 4 ადამიანის დაღუპვას.

ადრე ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია 23 დაჭრილის შესახებ, მათ შორის ორსული ქალისა და ბავშვის.

 „განახლებული ინფორმაციის თანახმად, დილის 5:40 საათის მონაცემებით, კიევში 23 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა“. - თქვა ტკაჩენკომ.

კიევის მერმა კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევზე მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ქალაქის თითქმის ყველა რაიონში ნგრევა და ხანძარი დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების სამსახურები დაახლოებით 50 ადგილას მუშაობენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics