12:22 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-13 11:39:36, 280 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი

საქართველოს ეკლესიის ახალი წინამძღვრის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის არჩევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა მას გულწრფელი მილოცვის წერილი გაუგზავნა.

წერილში მან ახალ წინამძღვარს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი მსახურება უსურვა ღვთის სადიდებლად, მისი ერთგული სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველ ხალხს შორის მშვიდობა და სტაბილურობა, სრულიად მართლმადიდებლური ერთიანობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის საერთო მოწმობის წინსვლა თანამედროვე სამყაროში.

"თქვენო უნეტარესობავ და უწმინდესობავ, უფალში საყვარელო ძმაო,

დიდი სიხარულით მივიღე, როგორც პირადად, ასევე მსოფლიო საპატრიარქოში მსახურ ყველა პირთან ერთად, სასიხარულო ცნობა თქვენი საყვარელი უნეტარესობის ღირსეული არჩევის შესახებ სრულიად საქართველოს უძველეს და სახელგანთქმულ კათოლიკოს-პატრიარქის საყდარზე, მარადსახსოვარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მემკვიდრედ, რომელმაც ნათელი და ისტორიული მსახურება აღასრულა საქართველოს ღირსშესანიშნავი ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის წინაშე.

ვადიდებთ რა უფალს, თავისი ეკლესიის დამფუძნებელსა და განმამტკიცებელს, ძმურად გილოცავთ თქვენს უნეტარესობას და ვლოცულობთ, რომ მოგენიჭოთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი პირველმღვდელმთავრული მსახურება - ღვთის სადიდებლად, თქვენი ღვთისმოსავი სამწყსოს სასიკეთოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, და ასევე ჩვენთან და და-ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ჰარმონიული თანამშრომლობით პან-მართლმადიდებლური ერთობის, თანამშრომლობისა და მსოფლიოს წინაშე საერთო მოწმობის განსამტკიცებლად. აქსიოს" - ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics