|
2019-12-04 16:57:47, 1440 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა - მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს რეგიონში შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით აღინიშნოს, რომელსაც ორგანიზებას კვლავაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაუწევს. ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. „დასაქმების დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ბოლომდე არ არის მიყვანილი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესი, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.ამ პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მოვალეობაა. ასეთი მასშტაბური საქმე კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მასში ყველა სექტორი მონაწილეობს და ერთობლივად მუშაობს სტრატეგიაზე. დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, 2016 წლიდან დღემდე, უკვე 350-ზე მეტი შრომის ბაზრის მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დასაქმდა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)